|
„რადიო იმედი“ - პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური საქართველოში, რომელიც საინფორმაციო ფორმატით 2001 წლის დეკემბრიდან, FMD105,9მეგაჰერც სიხშირეზე 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.
2003 წლის 17 დეკემბრიდან „რადიო იმედი“ ფარავს საქართველოს მთელს ტერიტორიას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით; ჩვენ გვისმენენ საინგილოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
შპს „რადიო იმედის“ 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - საიდენტიფიკაციო კოდი: 204563123; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ალექსიძის 3; გენერალური დირექტორი: გიორგი არველაძე, პირადი N01013001894. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ასევე არის შპს „ტელეიმედის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
„რადიო იმედი“ ძირითად აქცენტს საინფორმაციო გამოშვებებზე აკეთებს; დილის 7 საათიდან ღამის პირველი საათის ჩათვლით - ყოველ ნახევარ საათში - ოპერატიული, ობიექტური და დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
„რადიო იმედის“ მსმენელი თავად ღებულობს მონაწილეობას საავტორო თოქ-შოუებში, რომლებიც პროფესიონალ ჟურნალისტებს მიჰყავთ; თემები მრავალფეროვანია - პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, სოციალური საკითხები და საზოგადოებრივი პრობლემები.
„რადიო იმედი“ სპორტის მოყვარულებს ყოველ საათში ერთხელ აცნობს სპორტულ სიახლეებს.
„რადიო იმედი“ მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო შემეცნებით გადაცემებს სთავაზობს.
„რადიო იმედი“ საშუალებას გაძლევთ - იყოთ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მთავარი მოვლენების ეპიცენტრში.
იყავით „რადიო იმედის“ ერთგული მსმენელი - „მოიგე დრო, გაიგე მთავარი“!
შპს "რადიო იმედის" მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულება.
დებულების გადმოსატვირთად დააჭირეთ ბმულს
|