|

10.02.2010
"ედპ"-ს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მოღალატეთა სია გამოაქვეყნა. "სიაში, სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის გვერდით, ზურაბ ნოღაიდელის სახელიც უნდა იყოს. მოღალატეები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ნატო-ში ინტეგრაციას და ნეიტრალიტეტის საფარქვეშ რუსეთს ემსახურებიან - კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა. ჩრდილოეთისკენ ორიენტირების აღება საქართველოს დამოუკიდებლობას დააკარგვინებს", აცხადებენ ახალგაზრდები.
"რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სურს. ყველამ კარგად გაიგოს და დაიმახსოვროს, რომ არ ვაპირებთ საგარეო კურსიდან გადახვევას, რადგან ის ქვეყნის ერთიანობას, დამოუკიდებლობას ემსახურება. მოვუწოდებთ "ედპ"-ს, იყვნენ საქართველოს და არა "ნაციონალური მოძრაობის" პატრიოტები", განაცხადა "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, ზურა თარგამაძემ.
|