ოთხშაბათი 08 სექტემბერი 2010  09:07    
   საინფორმაციო გამოშვება


 პოლიტიკა ეკონომიკა საზოგადოება სპორტი

საქართველოს განათლების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისკენ ისწრაფვის

09.03.2010

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ქართულ-თურქული ლიცეუმის გახსნას დაესწრო.

"საქართველოს ხელისუფლება განათლების რეფორმას ბოლომდე მიიყვანს. ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოს განათლების სისტემის საერთაშორისო სისტემაში ინტეგრირებაა. საქართველო წელს იუნესკო-ს ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი განათლების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისკენ ისწრაფვის. ბავშვებს მსოფლიო დონეზე წარმატების მიღწევაში ხელი უნდა შევუწყოთ. არ მინდა, რომ განათლება მხოლოდ ელიტის პრივილეგია იყოს. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის", განაცხადა პრეზიდენტმა.

"რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსეთში მცხოვრები ქართველების გადაბირება. სამწუხაროდ, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც მთავრობის კრიტიკა გადაეზარდათ სიძულვილში, მთავრობის სიძულვილი კი - ქვეყნის სიძულვილში. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი - ჩვენ ვიქნებით თავისუფლები და ძლიერები რუსეთის გარეშე; ჩვენ არავის მეორეხარისხოვანი დანამატი არ ვიქნებით. ჩვენ ბევრად მეტი პერსპექტივა გვაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ", აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 


PRINT
წინა შემდეგი
 

    თბილისი +°/+°
    აღმ. საქართველო +°/+°
    დას. საქართველო +°/+°


საინფორმაციო გამოშვება
დილა იმედისა
ყველა კითხვა
კანონი
ეკონომიქსი
თავისუფალი ეთერი
თბილისის დროით
იმედის კლინიკა
სპორტი
მუსიკა
  ხმების რაოდენობა: 7211




მთავარი გვერდი | ახალი ამბები | გადაცემები | ჩვენს შესახებ | სამაუწყებლო ბადე | რეკლამა | კონტაქტი | ფორუმი | არქივი | ინტერაქტივი

©2008 copyright by Radio-Imedi. Design by David Rikiashvili
თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: