|

11.03.2010
საქართველოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ეწვია. იგი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. პოლონეთის პრემიერი მოინახულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, დაათვალიერებს ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს. დაგეგმილია შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან და პრეზენტაცია რეგიონული განვითარების საკითხებზე. დღის ბოლოს, პოლონელ სტუმარს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
|