ოთხშაბათი 08 სექტემბერი 2010  09:06    
   საინფორმაციო გამოშვება


 პოლიტიკა ეკონომიკა საზოგადოება სპორტი

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

12.03.2010

12 მარტს ნატო-ს შტაბბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება - საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე 2010 წლის ეროვნულ პროგრამას წარადგენს; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი კი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას. ამავე დღეს ხელი მოეწერება ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტს ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფის შესახებ. საქართველოს მხრიდან პროექტს ხელს მოაწერს ვიცე-პრემიერი. ბარამიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე კლაუდიო ბიზონიეროსთან და ალიანსში ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, ნიდერლანდების ელჩებთან. საქართველოს დელეგაციამ 2010 წლის ეროვნული პროგრამა პირველადი განხილვისთვის მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა. დოკუმენტი დადებითად შეფასდა, გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები. მათი გათვალისწინების შედეგად, საბოლოო ვარიანტი სახელმწიფო კომისიამ 9 თებერვალს დაამტკიცა.


PRINT
წინა შემდეგი
 

    თბილისი +°/+°
    აღმ. საქართველო +°/+°
    დას. საქართველო +°/+°


საინფორმაციო გამოშვება
დილა იმედისა
ყველა კითხვა
კანონი
ეკონომიქსი
თავისუფალი ეთერი
თბილისის დროით
იმედის კლინიკა
სპორტი
მუსიკა
  ხმების რაოდენობა: 7211




მთავარი გვერდი | ახალი ამბები | გადაცემები | ჩვენს შესახებ | სამაუწყებლო ბადე | რეკლამა | კონტაქტი | ფორუმი | არქივი | ინტერაქტივი

©2008 copyright by Radio-Imedi. Design by David Rikiashvili
თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: