პარასკევი 24 მაისი 2013  14:58    
   სპორტი


 პოლიტიკა ეკონომიკა საზოგადოება სპორტი

დებატები ევროპარლამენტში

05.07.2012

საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე - მოახლოებულ არჩევნებსა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპელმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე დემოკრატიის განმტკიცებაში და საკანონდებლო ცვლილება, საკაბელო ოპერატორების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ლიცენზირებული ტელეარხის ტრანსლირების შესახებ, დადებითად შეაფასეს. ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის საკითხსაც შეეხნენ. მათი განცხადებით, დაუშვებელია ამომრჩეველთა მოსყიდვა. ევროპარლამენტარებმა ქართულ პარტიებს კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. დებატებზე ყურადღება გამახვილდა კრემლიდან მომდინარე საფრთხეზეც.

"პრეზიდენტი ვან რომპეი თბილისში იმყოფება. მისი ვიზიტი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გამყარებით. საპარლამენტო არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული კონკურენციის გარემო და ხმები არ იყიდება", განაცხადა ანდრეას მავროიანისმა.

"ქვეყანაში ოპოზიციის ახალი ლიდერი გამოჩნდა – ადამიანი, რომელსაც მილიარდობით დოლარი აქვს და მისი ბიუჯეტი საქართველოს ეროვნულ ბიუჯეტს აღემატება. ეს ფული სწორად არ არის გამოყენებული. მან დაიქირავა ბრიტანული, გერმანული და სხვა კომპანიები. პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა კარგად არ მთავრდება. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი ქართული ოპოზიციისთვის", განაცხადა კრისტოფ ლიზეკმა.



PRINT
წინა შემდეგი
 


    თბილისი +18°/+3°
    აღმ. საქართველო +8+20°/-10+1°
    დას. საქართველო +13+2°/-8+3°


რას უსმენთ ჩვენს რადიოში?
ქრონიკა FM
დილა იმედისა
ქრონომეტრი
კანონი
ეკონომიქსი
X CODE
ჯაზოთერაპია
Lunch Time
იმედის კლინიკა
Sport-Time
სპორტი
მუსიკა
ვალუტა
ამინდი
  ხმების რაოდენობა: 484



მთავარი გვერდი | ახალი ამბები | გადაცემები | ჩვენს შესახებ | სამაუწყებლო ბადე | რეკლამა | კონტაქტი | ფორუმი | არქივი | ინტერაქტივი

©2008 copyright by Radio-Imedi. Design by David Rikiashvili
თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: