|

05.07.2012
ფრანგული გაზეთი "ლე მონდი" ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ვილფრედ მარტენსის წერილს აქვეყნებს – "განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში".
"მიზანმიმართული ტყუილები, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მიზანმიმართული პროცესები ზედმეტად ხშირად გამოიყენება 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერის და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ეს ნეოოლიგარქი, საპარლამენტო არჩევნებზე ფსონის დადებას მოსკოვის დახმარებით ცდილობს. "ფორბსის" შეფასებით, მისი ქონება 6.4 მილიარდი ევროა. საქართველოს ბიუჯეტი 5.7 მილიარდია ევროა. პრობლემაა, როცა რესურსი არალეგიტიმური ქმედებებისკენაა მიმართული. ლობისტების და კომუნიკატორების მთელი არმია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია არ არის ის, რაც ჩანს, რომ მისი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ და რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ის "გადაარჩინოს" – "ფილანტროპ” მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის. მოვლენათა ასეთი დასურათება მხოლოდ ღიმილს უნდა იწვევდეს. არაპროპორციული ძალისხმევა, (ათობით პიაროფისის მობილიზება, მათ შორის ყველაზე ძვირი – ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და ვაშინგტონში) მხოლოდ გამოძახილია სხვა მიზნებისთვის დახარჯული ათობით მილიონი ევროსი, ვიდრე – ფილანტროპულისთვის. ხმების ყიდვა, საჯარო მოხელეებისთვის ასჯერ მეტი ხელფასის შეთავაზება, ათი ათასობით სატელიტური ანტენის დაყენება, მაცივრების და ტელევიზორების დარიგება, პარალელური სტრუქტურები – ეს არის რეალობა. "ქართული ოცნების" ლიდერთა განცხადებების ანალიზი ბევრ ევროპარლამენტარს შოკში ჩააგდებს. ფული და პოლიტიკა შეუთავსებელია. მქონდა საშუალება, მენახა მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც აღიარებს ყველა საერთასორისო ორგანიზაცია და რაც შესაშურია ბევრი დასავლური დემოკრატიისთვის. პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, უფრო დიდია, ვიდრე – ოდესმე. როგორ გაუმკლავდებიან ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტები ფულის ასეთ ნაკადს? რა დონის გავლენას მოახდენენ ლობისტები და კონმუნიკატორები ევროპულ პოლიტიკაზე? როგორც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს: ევროპარლამენტმა და ევროპულმა ინსტიტუტებმა, ევროპის საბჭომ და ეუთო–მ გაგზავნოს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი. მივცეთ ამ ახალგაზრდა დემოკრატიას შანსი, გამოხატოს თავისი აზრი და არ გახდეს დამოკიდებული მასზე, ვინც პოლიტიკის გარყვნას ცდილობს. ამ ახალგაზრდა ევროპელ ერს საკმარისზე მეტი უსამართლობის ნახვა მოუხდა. ვეცადოთ, დაუფიქრებელი ქმედებებით დამატებითი პრობლემები არ შევუქმნათ. მეამაყება, რომ წარმოვადგენ პოლიტიკურ ოჯახს, ევროპის სახალხო პარტიას, რომლის რიგებშია პრეზიდენტი სააკაშვილი. ვამაყობ, რომ ევროპის სახალხო პარტია ყოველთვის ქართველი ხალხის მხარესაა. ეს მხარდაჭერა არ იყიდება. ვიცი, სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას შეძლებს", ნათქვამია წერილში.
|