|

19.09.2012
პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, საგანგებო განხცადება გააკეთა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ. მიმდინარეობს გამოძება, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, გლადნის მერვე საპყრობილის დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია, რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე, ოპერატიული მორიგე გელა ცომაია, კონტროლიორი ლევან ფხალაძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა; მორიგე ინსპექტორს, ვლადიმერ ბედუკაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. "სსს კოდექსის 144-ე პრიმა "წამება" და 144 ტერცია "დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა" მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია ათი საჯარო მოხელე. მე-11-ს წარედგინა ბრალი დაუსწრებლად", აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
|