ოთხშაბათი 08 სექტემბერი 2010  08:15    
   ამინდი


PRINT  
დილა იმედისა
ანი მაღლაკელიძე, ნიკა წულუკიძე
 

შემეცნებით-გასართობი გადაცემა "დილა იმედისა" დაგეხმარებათ, გაიღვიძოთ კარგ ხასიათზე და გაიგოთ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც  დილით გაგიჩნდებათ. ყოველ ნახევარ საათში საინფორმაციო გამოშვებები და პრესის მიმოხილვა მთელი დღის სრულ სურათს შეგიქმნით. დილიდან თქვენ გელით საინტერესო რუბრიკები: "კალენდარი" - გავიხსენოთ წარსული, ისტორიული მოვლენები და დავათარიღოთ დრო; "იუბილარი" - გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფია; "რადიო-პორტრეტი"- ცნობილი ადამიანების რადიო-პორტრეტები; "ფერად-ფერადი" და "ერთი ისტორია" - საინტერესო ფაქტები, უცნობი დეტალები და სახალისო ისტორიები გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან, მათი წერილები და სასიყვარულო ბარათები საარქივო მასალებიდან, ნივთის წარმოშობის ისტორია; "სიბრძნე იგავისა" - გადაცემის წამყვანი ნიკა წულუკიძე თავისივე იგავ-არაკებს წაიკითხავს; "სხვა საქართველო სად არი..." - ეს დრო ნაცნობ და საყვარელ პოეზიას დაეთმობა; "თავისუფალი დრო" - კულტურის სფეროს ყველაზე საინტერესო მოვლენები; საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების, ხმებისა და ხელოვანთა განსხვავებული დილა - რატომ უნდა დავიწყოთ დილა "რადიო იმედთან" ერთად; "ჯანმრთელობის ხუთი წუთი" - მსმენელის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე ზრუნავს; "დილის მზარეული" - კულინარიული რჩევები გურმანებს; "ეკონომიქსი" - ეკონომიკური სიახლეები და მოვლენები, რომ არ ჩამოვრჩეთ დროს; საათში ერთხელ სპორტული კომენტატორები სპორტული სიახლეებით; ინფორმაცია ვალუტის კურსისა და ამინდის შესახებ. გადაცემის ბოლოს დრო დაეთმობა "რადიო-აქტივობას" - წამყვანი და მსმენელი სხვადასხვა აქტუალურ თემაზე იმსჯელებენ - ჩაერთეთ ინტერაქტივში და გამოხატეთ თქვენი აზრი! ჩვენ ველით თქვენს ხმას "რადიო იმედის" ღია ეთერში!

"დილა იმედისა" - საქმიანი და ხალისიანი დღის დასაწყისი!

გადაცემა ეთერში გადის ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 7 საათიდან 11 საათამდე.

 

 

 

 

 

 

 

 
 
წინა შემდეგი
 
 

    თბილისი +°/+°
    აღმ. საქართველო +°/+°
    დას. საქართველო +°/+°


საინფორმაციო გამოშვება
დილა იმედისა
ყველა კითხვა
კანონი
ეკონომიქსი
თავისუფალი ეთერი
თბილისის დროით
იმედის კლინიკა
სპორტი
მუსიკა
  ხმების რაოდენობა: 7211




მთავარი გვერდი | ახალი ამბები | გადაცემები | ჩვენს შესახებ | სამაუწყებლო ბადე | რეკლამა | კონტაქტი | ფორუმი | არქივი | ინტერაქტივი

©2008 copyright by Radio-Imedi. Design by David Rikiashvili
თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: